რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს NATO–ს სამხედრო ხომალდი მიუახლოვდა (ვიდეო)

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თვითმფრინავს NATO–ს სამხედრო ხომალდი მიუახლოვდა, – იუწყება რუსული მედია.

მისივე ცნობით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც შოიგუ იმყოფებოდა, ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც NATO–ს სამხედრო ხომალდი მიახლოვდა.

როგორც რუსული მედია იუწყება, ალიანსის სამხედრო ხომალდი რუსულმა ავიაგამანდგურებლებმა უკუაგდეს.


NATO–ს განცხადებით, ალიანსს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა რუსული თვითმფრინავის ბორტზე, რომელსაც გუშინ მისი ავიაგამანადგურებლები მიუახლოვდნენ.

”13 აგვისტოს, დილით ბალტიის ზღვის თავზე გამოჩნდა რუსული თვითმფრინავი, რომელსაც, სულ მცირე, ერთი რუსული ავიაგამანადგურებელი მიაცილებდა. NATO-ს ბალტიის საჰაერო პატრულირების მისიაში ჩართულმა ავიაგამანადგურებლებმა მყისიერად მიიღეს ზომები, რათა იდენტიფიცირება მოეხდინათ თვითმფრინავისა, რომელიც მოკავშირეთა საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაადგილდებოდა. როგორც კი მისი იდენტიფიცირება დასრულდა,  NATO-ს ავიაგამანადგურებლები ბაზაზე დაბრუნდნენ. ალიანსს არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ ვინ იმყოფებოდა რუსული თვითმფრინავის ბორტზე“, – განუცხადეს „აქცენტს“ NATO-ს პრეს-სამსახურში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)