ეთიკის ქარტია - "TV პირველზე": "ვიმედოვნებთ, არ გაჭიანურდება პროცესი და დადგინდება დამნაშავე"

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, "TV პირველის" საქმეზე გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა არხმა სრულფასოვნად შეძლოს მაუწყებლობა.

"ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, "გურიანიუსის" შემთხვევაში მოხდა.

მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა ტვ პირველმა შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება. აუცილებელია დროულად აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემა და უზრუნველყოფილი იყოს არხის შეუფერხებელი ფუნქციონირება", - ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "TV პირველის" ინფორმაციით, არხის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა მოხდა, რამაც სრული პარალიზება გამოიწვია. ტელეკომპანიის განცხადებით, კიბერშეტევის გამო ეთერში ვერ გადის პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემები. 

ცნობისთვის: "TV პირველის" დირექტორი ვახტანგ წერეთელი პროკურატურამ გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა, თუმცა მისივე მოთხოვნით, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს დაიკითხა.

როგორც ვახტანგ წერეთელმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, პროკურატურას მამამისის – ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს, რომელიც ერთ–ერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რაზეც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს ედავება.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)