უეფა-მ თბილისის „დინამოს“ აპელაცია არ დააკმაყოფილა

უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის „დინამოს“ აპელაცია არ დააკმაყოფილა. როტერდამის „ფეიენორდთან“ მატჩი „დინამო არენაზე“ გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის „დინამო“ ავრცელებს.

8 აგვისტოს, უეფა–ს ეთიკისა და დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით, „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას თბილისში ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს. ამასთან, უეფა–მ "დინამო" 50 000 ევროთი დააჯარიმა.

უეფა–ს ცნობით, სანქციების მიზეზი აზერბაიჯანული "გაბალასთან" მატჩისას „დინამოს“ გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეძახილებია. 

"დინამომ" უეფა–ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ფრანსუა ვიელს შეხვდა