შსს–ში საკადრო ცვლილებებია

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პოლიციის მაიორი ვაჟა სირაძე დაინიშნა. თანამდებობაზე მან მიხეილ დილიმაშვილი შეცვალა, რომელიც აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს. 

შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი ალექსანდრე ბირთველიშვილი დაინიშნა. ალექსანდრე ბირთველიშვილმა აღნიშბულ პოზიციაზე დავით ჟოჟუაშვილი შეცვალა. სად გააგრძელებს საქმიანობას ჟოჟუაშვილი, უცნობია. 

ალექსანდრე ბირთველიშვილი 2000 წლიდან 2012 წლამდე შსს–ში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 2012-2014 წლებში იყო სასჯელაღსრულების N17 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი, 2014 წლიდან კი ისევ შსს–ში დაბრუნდა. ბოლო სამი წელი მას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp