ტრამპი: "ჩინეთს ჰონგ-კონგის საზღვართან ჯარი გადაჰყავს"

ჩინეთის ხელისუფლებას ჯარი ჰონგ-კონგის საზღვართან გადაჰყავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით Twitter-ზე დაწერა.

12 აგვისტოს ჰონგ-კონგთან და მაკაოსთან საქმეებთან დაკავშირებით ჩინეთის სახელწმიფო საბჭოს წარმომადგენელმა იან გუანმა ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პროტესტის ფარგლებში "ტერორიზმის ნიშნები იკვეთება". 

იმავე დღეს, ჩინეთის სახელმწიფო გამოცემა Global Times-მა და კიდევ ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჰონგ-კონგთან ახლოს მდებარე ჩინეთს ქალაქ შენჯენში მდებარე სამხედრო კოლონაა აღბეჭდილი. ითქვა, რომ სამხედრო ტექნიკა იქ სწავლების მიზნით გადაიყვანეს. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის სათათბირომ წამყვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა