„მე ჯარისკაცის ფსიქოლოგია მაქვს, როგორც ჩანს, გიორგი ქობულიას არა“

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყნის ეკონომიკის ექს–მინიტრ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შედეგ პარლამენტში კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლის გამო აკრიტიკებს. 

„მე ბატონ გოგას დიდ პატივს ვცემდი ყოველთვის, ის იყო ჩემი კოლეგა რამდენიმე თვის განმავლობში. ჩვენ ასევე ახალგაზრდობის პერიოდიც გვაკავშირებს ერთმანეთთან – ერთი და იგივე სკოლა დავამთავრეთ. ჩემთვის ცოტა უცნაური იყო მისი ხილვა პარლამენტში, მაგრამ ყველა მინისტრი და ყოფილი მინისტრი არჩევანში თავისუფალია. ჩემს თავზე შემიძლია, ვთქვა შემდეგი: თუ მმართველი გუნდი იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა წავიდეს, აბსოლუტურად უსიტყვოდ და პარლამენტში სიარულის გარეშე ვაპირებ, ეს გავაკეთო, რადგან მე ალბათ ჯარისკაცის ფსიქოლოგია მაქვს და როგორც ჩანს, მას [გიორგი ქობულია] არ აქვს ჯარისკაცის ფსიქოლოგია“, – განაცხადა წულუკიანმა. 

ცნობისთვის: გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებას პრემიერ–მინისტმა ბახტაძემ ხელი 18 აპრილს მოაწერა. მისი შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია ბრძანების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრეც ვრცელდებოდა.

მაისში ქობულიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან საუბრისას განაცხადა, რომ ის გადააყენეს და თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია. კითხვაზე, ვინ გაუშვა ის თანამდებობიდან, პრემიერ–მინისტრმა ბახტაძემ, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ექს–მინისტრმა განაცხადა, რომ ამას ვერ დააკონკრეტებს. გადაყენების მიზეზად ქობულია  მასა და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp