"TV პირველის" მაუწყებლობა კვლავ შეფერხებულია

კიბერშეტევის გამო ტელეკომპანია „პირველი“ სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ტელეკომპანიის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა 13 აგვისტოს, გამთენიისას განხორციელდა. არხი პირდაპირ ეთერში მხოლოდ სტუდიიდან მაუწყებლობს. ჯერჯერობით შეუძლებელია მაყურებლისთვის სტუდიის გარეთ ჩაწერილი ვიდეომასალების ჩვენება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ მთავარ სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა ე.წ. კრიპტოვირუსის გამოყენებით.

„პირველზე“ კიბერშეტევის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 224-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას გულისხმობს. 13 აგვისტოს სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა ტელეკომპანიიდან მთავარი სერვერი წაიღო.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრემლი ერდოღანისგან ინფორმაციას ელის