"წლიდან წლამდე უფრო აშკარა ხდება, რომ ჩვენ ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს"

აფხაზეთის ომის 27–ე წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

„27 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელსაც ჩვენი უამრავი თანამოქალაქის, უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ეს მთელი ჩვენი საზოგადოების ტკივილია. ათასობით ადამიანი დაზარალდა. დღეს მავთულხლართების ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახლებში დღემდე ვერ ბრუნდებიან. ვფიქრობ, წლიდან წლამდე უფრო აშკარა ხდება, რომ ჩვენ ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგს, ერთმანეთთან ურთიერთობას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. მინდა, მქონდეს იმედი, რომ ამის გაცნობიერება მავთულხლართების იქითაც კიდევ უფრო ფართოდ ხდება“- განაცხადა ციხელაშვილმა.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp