ავტობანზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ავტობანზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი რენეს მონაკვეთთან ბორდიურს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალებას, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით, გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp