"ბაკურიანში სამ საბაგიროს ავაშენებთ"

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბაკურიანში სამ ახალი საბაგირო აშენდება.  

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მთის და ზამთრის კურორტების განვითარებაა.

"ჩვენ უნდა განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიციები იმისთვის, რომ ჩვენი კურორტები მართლაც იყოს უმაღლესი ხარისხის. სწორედ ეს არის მთავარი იდეა, რომელიც ჩვენ დავისახეთ და დღეს მოეწერება უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს ხელი. ამ ულამაზეს ადგილას ჩვენ ავაშენებთ ახალ, სამ საბაგიროს. კონტრაქტს ხელს ვაწერთ მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან ამ ინდუსტრიაში. ესეც არის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან, რადგან როცა ვსაუბრობთ კურორტების განვითარებაზე საქართველოში, აუცილებლად გვექნება უმაღლესი თამასა და მხოლოდ მსგავსი რანგის და ხარისხის კომპანიებთან ვითანამშრომლებთ. აღნიშნილი ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს მეტ ტურისტს ბაკურიანში, ეს ნიშნავს მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მეტ სამუშაო ადგილს“,- განაცხადა ბახტაძემ ბაკურიანში, სადაც „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პუტინმა ომების დროს მოსახლეობის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლის ინიცირება მოახდინა