რუსეთში მეცნიერებს უცხოელებთან პირისპირ დარჩენა აუკრძალეს

რუსეთის განათლების სამინისტრომ ადგილობრივი მეცნიერების უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის წესები გაამკაცრა. კერძოდ, რუს მეცნიერებს ეკრძალებათ უცხოელებთან პირისპირ დარჩენა, უცხოელი კოლეგების ვიზიტები წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული მთავრობასთან, დაგეგმილია რუსეთში ჩასული უცხოელი მეცნიერებისთვის სამეცნიერო დაწესებულებების ტერიტორიებზე მობილურებით, ვიდეოკამერებითა და ბინოკლებით სარგებლობის აკრძალვაც,– იუწყება ადგილობრვი მედია უწყებაში მომზადებული განკარგულების ტექსტზე დაყრდნობით.

განკარგულება ჯერ კიდევ 11 თებერვალს არის ხელმოწერილი, თუმცა განათლების სამინისტროს ქვეუწყებებს აგვისტოში დაეგზავნათ.

განკარგულების თანახმად, რუსმა მეცნიერებმა უცხოელ კოლეგებთან ნებისმიერი შეხვედრა ხელმძღვანელობის  წინასწარი წერილობითი თანხმობით შეიძლება, ჩაატარონ, თავად კი ამ შეხვედრებში მხოლოდ წინასწარ შედგებილი სიის წევრობის შემთხვევაში შეეძლებათ მონაწილეობა. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ შეხვედის მონაწილე უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობა იმ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, რომელზეც შეხვედრა ჩატარდა. 

სამინისტროში დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp