ელენე ხოშტარიამ საპატიმროში ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპატიმროში "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა, რომელიც ე.წ. "მატროსოვის" ციხეშია შესახლებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა. 

„ძალიან სუსტი საქმეა. უბრალოდ შეიძლება, „რუსთავი 2”-თან დაკავშირებით და ისედაც დაშინების მიზნით, ის ძალიან უსაფუძვლო საქმით გამოკეტეს ციხეში, არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები და საქმე არის იდენტური, როგორც ამ 19 დაკავებულის, რომელსაც, ჩვენ რასაც ვისმენთ, არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარია დღესვე გლდანის ციხეში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ ოთხ პირს მოინახულებს. 

როგორც ხოშტარია ამბობს, მათ ოჯახთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ და ამიტომ მნიშვნელოვანია, გაიგონ მათი მდგომარეობა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"