ფინანსთა მინისტრი დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს მიმართავს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მოუწოდებს იმ ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება აქვთ, ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყონ. 

როგორც მაჭავარიანი ამბობს, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს დამკვიდრებული იყო მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ტელევიზიები აგროვებენ ვალებს და შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი ჩამოწერა, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდება და ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს. 

მაჭავარიანი ტელევიზიებს შეთავაზებების სამინისტროსათვის მიწოდებისთვის ორკვირიან ვადას აძლევს და მოუწოდებს, არ დააგროვონ ახალი ვალები და გადაიხადონ გადასახადები.

„მგონი, დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს. მოტივი ის არის, რომ არის სხვა ტელევიზიები გაცილებით პატარა და ისინი არ აგროვებენ ამ დავალიანებას და იხდიან და მე მგონი არ არის სამართლიანი. ერთ საგადასახადო სივრცეში ვართ და რა დააშავეს ამ ადამიანებმა, ვინც პატიოსნად იხდიან ამ გადასახადებს. ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა. როგორ ვხედავათ ამის მოგვარებას. ეს დავალიანებები არის დიდი და ამის ერთბაშად დაფარვა გაუჭირდება ტელევიზიებს და შეიძლება მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგეს. მინდა მივმართო ტელევიზიებს და მოვუწოდო, უახლოეს ვადაში ველოდებით, რომ მოვიდნენ თავიანთი შეთავაზებით როგორ ხედავენ თავიანთი ვალების რესტრუქტურიზაციას. პირველ რიგში რაც არის მთავარი ის არის, რომ მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს ყველამ და აღარ მოხდეს ვალის დაგროვება,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ საკმაოდ მსხვილი დავალიანებები აქვს "რუსთავი 2-ს," "ტელე იმედს" და "მაესტროს" და მისი თქმით, "იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ტელევიზიების ყიდვა-გაყიდვის პროცესი, ყველა მყიდველმა უნდა იცოდეს, რომ მანკიერი პრაქტიკა დავალიანებების დაგროვების, არის გასასწორებელი".

"ქიბარ ხალვაში გაყიდის თუ არა ამ ტეოლევიზიას, გადაუხდელი გადასახადის საკითხი ამ ტელევიზიის წინაშე იდგება,"-თქვა მინისტრნმა.  

ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიების დავალიანებების რაღაც ნაწილი ჩამოწეროს, ნაწილი კი გადანაწილდეს, რაც მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების ნაწილია. 

მინისტრი ამბობს, ტელეკომპანიებს ფინანსური დავალიანებები 2016 წლიდან დაუგროვდათ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)