ქართულ ბაზარზე „ანტისაოკუპაციო ლუდი“ გამოჩნდა

ჟურნალისტმა ზურაბ ჩიტაიამ, რომელიც საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ბარს ფლობს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დასახმარებლად ახალი აქცია წამოიწყო.

7 აგვისტოდან მის ერთ–ერთ ბარში, რომელიც პეტრიაშვილის #1–ში მდებარეობს „Number 8 BBQ House” შეგიძლიათ დააგემოვნოთ ახალი ექსპერიმენტული „ანტისაოკუპაციო ლუდი“  “Anti Occupation Session Smoked IPA”, რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ანტისაოკუპაციო მოძრაობას გადაერიცხება.

ორგანიზატორების განცხადებით, ამ გზით ისინი არა მხოლოდ ფინანსურად დაეხმარებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობას, არამედ საინფორმაციო თვალსაზრისითაც. კერძოდ, ნებისმიერ მსურველს, რომელიც "ანტისაოკუპაციო ლუდს" შეუკვეთს და დამატებითი კითხვები გაუჩნდება ოკუპაციასთან დაკავშირებით, ამომწურავ პასუხს გასცემენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp