„თუ აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დატოვებს, ამ უწყების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“

კრემლი აშშ–ის მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დატოვების შემთხვევაში უწყების არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„თუ პლანეტაზე არსებული წამყვანი ეკონომიკები, ისეთი როგორიცაა აშშ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დატოვებს, ამ უწყების არსებობა  კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის: აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ჩინეთის სასარგებლოდ ქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დატოვებს, თუ ეს საჭირო გახდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი