"ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ"

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, არხის მენეჯმენტი ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.

“ცხადია, რომ ვალების სწაფად გასტუმრება ვერ მოხდება და კომპანიებს მძიმე ტვირთად დააწვება. ეს ყველას ესმის. ვაპირებთ, უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და ყველაზე ეფექტური გზა გამოვნახოთ, რაც კომპანიას ხელს შეუწყობს, რომ მან ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხება“, - განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს მოუწოდა ტელევიზიებს, მიმდინარე დავალიანებების გადახდა დაიწყონ დღესვე, ძველ დავალიანებებზე კი ელოდებიან ტელეკომპანიების ხელმძღვანელების შეთავაზებას, როგორ ხედავენ ისინი ვალდების რესტრუქტურიზაციას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp