ლარის კურსი 15 აგვისტოს

ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი ოფიციალური კურსის მიხედვით, 15 აგვისტოს 1 აშშ დილარის ღირებულება 2.9121 ლარი იქნება, 14 აგვისტოს კი მისი ღირებულება 2.9090 ლარი იყო. 

რაც შეეხება ევროს, 15 აგვისტოს 1 ევროს ღირებულება 3.2572 ლარი იქნება, 14 აგვისტოს კი – 3.2622 ლარი იყო. 

გუშინ ეკონომიკის მინისტრი ლარის კურსთან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებდა და ამბობდა, რომ გამყარების ტენდენცია გაგრძელდებოდა. 

„ამ დღეებში ვართ ჩვენ იმის მომსწრეები, რომ ლარის კურსი მყარდება. ეს ადასტურებს ჩვენს პროგნოზს და ბიზნესის პროგნოზსაც. ბიზნესმაც გააკეთა ეს შეფასება, რომ ლარის კურის იყო ზედმეტად გაუფასურებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება.

ამ დღეებში გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, ექსპორტი ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი წყაროა. ჩვენ ამ თვალსაზრისით ოპტიმისტურად ვართ განწყობილები",– აცხადებდა ნათია თურნავა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"