აშშ–მა ქართულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ–მა ქართულ კომპანიას Georgia Petrochemical and Aviatech სანქციები დაუწესა

როგორც აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, Georgia Petrochemical and Aviatech–მა სცადა, უკანონოდ გაეტანა ალუმინის მილები მალაიზიის გავლით ირანში.

სასანქციო სიაში აღმოჩნდა ორი სომხური კომპანიაც – „მარკელი“ და ერევნის კავშირგაბმულობის საშუალებების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი.

როგორც აშშ–ის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სომხური კომპანიები შეტანილია სიაში, რომლის წევრები, "დადასტურებული მონაცემებით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ან ახორციელებენ საქმიანობას, რომელიც შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს აშშ–ის ინტერესებს ან საგარეო პოლიტიკას".

როგორც ირკვევა, ერევნის კავშირგაბმულობის საშუალებების სამეცნიერო–კვლევითმა ინსტიტუტმა მიიღო და ლიცენზიის გარეშე რეექსპორტირება განახორციელა საქონლისა, რომელიც აშშ–ის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს კომერციული კონტროლის სიაში ფიგურირებს. ამასთან, კომპანიის დირექტორი „შავ სიაში“ შეტანილ მეორე სომხურ კომპანიას – „მერკელსაც“ უდგას სათავეში, რომელიც, როგორც განცხადებაში აღნიშნული, ბიზნესს აწარმოებს ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფ ირანულ ორგანიზაციასთან.

ქართული და სომხური კომპანიების გარდა, სასანქციო სიაში აღმოჩნდნენ ასევე კომპანიები რუსეთიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ბრიტანეთიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, მალაიზიიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ჰონ–კონგის რეგიონიდან.

სანქციები ძალაში დღეიდან შევიდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp