"სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის ნათელი მაგალითია"

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის უახლესი ისტორია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის ნათელი მაგალითია.

„ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ ეროვნულ იდეას, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, გამოსჩენოდა ასეთი ოპონენტები, მიუხედავად მათი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოა და აცდენილია ჩვენს ეროვნული ინტესებს, მაგრამ ასეთებიც გამოჩდნენ. კიდევ ერთხელ მსურს, გავიმეორო და თქვენს წინაშე ავიღო პასუხსიმგებლობა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ამ ეროვნულ იდეას აუცილებლობად მივიყვანთ ბოლომდე.  სწორედ ეს ეროვნული იდეა იქნება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ თითეული ჩვენთაგანი, მომავალი თაობაა, ჩვენი ბავშვი იცხოვრებენ ერთიან და ძლიერ საქართველოში, მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს საქართველოს, როგორც ყველაზე ნიჭიერი და განათლებული ერისა და ქვეყნის მქონე შვილებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ დღეს ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის აშენება დააანონსა და შესაბამისი პროექტის პრეზენტაცია გამართა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp