ხვალ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობას ოფიციალურად ჩაეყრება საფუძველი

15 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი II)  მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co”- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე, კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co”-ს ვიცე-პრეზიდენტი ტიან ბაოჰუა და კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co”-ს საქართველოში მუდმივმოქმედი ფილიალის გენერალური მენეჯერი იანგ იუბინი

მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის  N12 (მე-2 სართ, მცირე საკონფერენციო დარბაზი).

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხაზარაძის თქმით, "გახარიას წერილის" დაზღვევის მექანიზმზე კონსულტაციები წარმოებს