რუსლან აბაშიძე ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო. 

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა იუწყება, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება განსახლებასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით გამახვილდა.

მთავრობის თავმჯდომარემ დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შესახებ ისაუბრა და დევნილებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შუამდგომლობას და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp