შეიარაღებული ინციდენტი აშშ–ში – დაჭრილია ექვსი პოლიციელი

აშშ–ში, პენსილვანიის შტატში სროლის შედეგად ექვსი პოლიციელი დაიჭრა. შეიარაღებული ინციდენტი ქალაქ ფილადელფიაში მოხდა.

გამოძიების ცნობით, სამართალდამცველები ერთ-ერთ სახლში ნარკოტიკებს ეძებდნენ, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლა რამდენიმე საათს გაგრძელდა, რა დროსაც სულ მცირე ექვსი ადამიანი სახლში ბლოკირებული აღმოჩნდა. მათ შორის იყვნენ პოლიციელებიც. მოგვიანებით ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს. სახლის შტურმის შედეგად 6-ივე მძევალი გაათავისუფლეს. დამნაშავე დაკავებულია.

სპეცოპერაციის დროს მსუბუქად დაიჭრა ექვსი პოლიციელი.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა