მოსკოვის სიახლოვეს თვითმფრინავი ჩამოვარდა, არიან დაშავებულები

მოსკოვის სიახლოვეს რუსეთი ავიაკომპანია “ურალის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი Airbus A321​, რომელიც რეისს სიმფეროპოლიდან ასრულებდა, ჩამოვარადა, – იუწყება რუსული მედია.  

მომხდარის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, „ძრავაში დიდი რაოდენობით ფრინველების მოხვედრა“ სახელდება, რამაც ხანძარი გამოიწვია. თუმცა "როსავიაცია" ამ ინფორმაციას ჯერ–ჯერობით არ ადასტურებს.

ლაინერის ბორტზე 237 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. 

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო 10 დაშავებულის შესახებ ავრცელებს ცნობას. მათ შორის 3 არასრულწლოვანია. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს