კრემლს ახალი შეიარაღების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების მოპარვაში ადანაშაულებენ

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა რუსეთი ახალი შეიარაღების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების  მოპარვაში დაადანაშაულა,– ამის შესახებ ბოლტონმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

როგორც ბოლტონი ამბობს, არხანგელსკის ოლქში არსებულ სამხედრო პოლიგონზე მომხდარი ინციდენტი აჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს, შექმნას ისეთი საშუალებები, რომლითაც ბირთვული იარაღის გადატანა გახდება შესაძლებელი.

„რუსეთის ეკონომიკა სიდიდით ნიდერლანდების ეკონომიკას არ აჭარბებს, თუმცა მიუხედავად ამისა რუსეთი თავდაცვაზე იმ თანხას ხარჯავს, რომელიც მათ ბირთვული არსენალის მოდერნიზაციისა და ბირთვული იარაღის გადატანის ახალი საშუალებების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ახალი ტიპის ფრთოსანი რაკეტების ტექნოლოგია დიდწილად ამერიკიდანაა მოპარული“, – განაცხადა ბოლტონმა და დასძინა, რომ "აშშ შეშფოთებულია, რადგან მსგავსი ტექნოლოგიები შესაძლოა, სხვა ქვეყნებსაც ჩაუვარეს ხელთ". 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს