ზუგდიდის საოლქო კომისიაში ვითარება დაიძაბა

ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომა ხმაურით დაიწყო. კამათი მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრის მაია გაწერელიას განცხადებას. გაწერელიას თქმით, საარჩევნო ყუთების სიებში არიან ისეთი ადამიანები, ვისაც გადაადგილების პრობლემა არ აქვს. 

კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა კი განაცხადა, რომ კენჭი ეყრება, დაემატება თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში შეტანილ საკითხებს.

დაპირისპირების და ხმაურის შემდეგ მირანდა მესხმა სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის: მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. იმავე დღეს გაიმართება მერების რიგგარეშე (ზუგდიდი, ჭიათურა, მარნეული, ხულო და ზესტაფონი) და საკრებულოების შუალედური არჩევნები (ოზურგეთის, საგარეჯოს, ადიგენის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში). ზუგდიდის მერობისთვის მმართველი პარტიიდან გეგა შენგელია იბრძოლებს, ხოლო ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp