მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული ტურისტებიდან ორი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი კი, დაშავებულია

მაშველებმა სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტიდან, ორი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი კი, დაშავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში  სამი ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ ღამით შევიდა.

უწყების ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, საძიებო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მესტიის სპეციალიზებულმა სამაშველო ჯგუფმა. ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება