რულოვსსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – იუწყება „პირველი არხი“. 

მისივე ცნობით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. გელა კვარაცხელიას პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდა და მან თავად მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.

ცნობისთვის: გელა კვარაცხელიას  რამდენიმე პირთან ერთად ბრალი ედება 14 მაისს დადიანების სასახლის ეზოში ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმაში. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp