უკრაინაში მინისტრის მოადგილე დააკავეს

უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) თანამშრომლებმა დიდი ოდენობით –  480 ათასი დოლარის ქრთამის სახით აღების ფაქტზე დროებით ოკუპირებული ტერიტორიების და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე დააკავეს.

როგორც ირკვევა, დაკავებულები არიან იური ჰრიმჩაკი და მისი თანაშემწე.

უშიშროების უწყების ცნობით, მათ მიერ აღებული თანხა 480 ათასი დოლარი ნაწილია 1,1 მილიონი დოლარის ქრთამისა, რაც ეჭვმიტანილებმა ერთ-ერთ მეწარმისგან მოითხოვეს , რათა „ხელი შეეწყოთ შესაბამისი უფლებამისილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეებისგან მათთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღებაში.“

სხვა დეტალები უცნობია.

დაკავებულებს ბრალი „დიდი მასშტაბის ორგანიზებულ თაღლითობაში“ დასდეს, რაც 20 წლამდე პატიმრობას და ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა