ხოდორკოვსკი რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი ჯგუფის ჩამოყალიბებას აანონსებს

მიხეილ ხოდორკოვსკიმ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების გადაწყვეტილების მიღების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.     

მოძრაობა „ღია რუსეთის“ დამფუძნებლის აზრით, რაც უფრო მასობრივი ხასიათი ექნება პროტესტს, რაც უფრო ორგანიზებული და გაბედული იქნება სამოქალაქო საზოგადოება, მით უფრო ხისტი იქნება ხელისუფლების რეაქცია და ამ რეალობაში უდიდეს მნიშვნელობას იძენს მონაწილეობა და მხარდაჭერა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების კონტროლის სფეროს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. 

ახალი სტრუქტურა დაკავდება იმ ზომების შემუშავება– რეალიზებით, რომლებიც ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას ხელისუფლების ცვალებადობისთვის, სამართლიანი არჩევნებისთვის, სიტყვის თავისუფლებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

იგი პირობას დებს, რომ სამუშაო ჯგუფი გამჭვირვალედ იმოქმედებს, ხოლო მისი ძირითადი ფინანსური წყარო რუსეთის მოქალაქეების სახსრები იქნება.

ცნობისთვის: ივლისი ბოლოდან რუსეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება, რომლებსაც ძალოვანები ხისტი მეთოდებით შლიან და ათასობით მოქალაქეს აკავებენ. მომიტინგეთა ძირითადი მოთხოვნა მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვებაა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში “ოცნების” აქცია მიმდინარეობს (LIVE)