ვოლსკი გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციაში სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი  გია ვოლსკი სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციაში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებს.  

„გუგუტიანთკარი და ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ოკუპანტი ახორციელებს თავის გეგმას, არის ჩვენი სავალალო შედეგი იმ ვითარების, რომელიც შექმნეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა ვოოლსკიმ. 

მისივე თქმით, 2006 წლიდან დაწყებული პარტნიორები აშშ, ევროკავშირი, ყველა ქვეყანა მიუთითებდა თუ როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს, რათა ოკუპაცია არ ყოფილიყო დაშვებული.

„დღეს თვალწინ გვიდგას ის, რაც მემკვიდრეობით დატოვა სააკაშვილის მავნებლურმა პოლიტიკამ. რაც შეეხება მავთულხლართს, დამერწმუნეთ, გაცილებით უფრო სუსტია ის კონსტრუქცია, რომლითაც ეს მავთულხლართი კეთდება, ვიდრე ბერლინის კედელი, რომელიც დაიშალა და რომლის ნატეხებიც დღეს ევროპის მოედანზე დგას. ბერკეტი არის ის ფასი, რომელსაც რუსეთი იხდის, მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა. საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც ამ თემას აფასებს ისე, როგორც საქართველოში, ეს არის ფასი, რომელიც შეიძლება გადაახდევინო რუსეთის ფედერაციას და იარო თან იმ გზით, რომ ეს კონსტრუქცია ჩაბარდეს წარსულს“, – განაცხადა  ვოლსკიმ.

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გორის მუნიცილაპიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს დილიდან განაახლეს. ისინი  საქართველოს მოქალაქეების რაზმაძეების და გუგუტიშვილების ნაკვეთებში ძელებს არჭობენ. ადგილზე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს