ირაკლი ქარსელაძე ფასიან გზებზე - ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ფასიან გზებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული მოსაზრება ჩამოყალიბებული არ არის და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში ნამდვილად არის ასეთი პრაქტიკა ფასიან გზებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში ჯერ რაიმე ჩამოყალიბებული აზრი ამასთან დაკავშრებით არ გვაქვს. რომ მკითხოთ სად, როდის ან როგორ, ვერ გეტყვით. ზოგადი ხასიათის კვლევა არსებობს ამ საკითხზე, რომელიც გვეუბნება, რომ სხვა ქვეყნებში არის ასეთი პრაქტიკა და  ამ პრაქტიკას გვიზიარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა რაიმე ფასიანი გზა შემოგვაქვს. დღის წესრიგში ჯერ დგას გზების მშენებლობა და მხოლოდ ამის შემდეგაა ალბათ უპრიანი ვილაპარაკოთ ამ და სხვა თემებზე,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"