„ნოვიჩოკი“ სოლსბერიში მომუშავე მეორე პოლიციელის სისხლშიც აღმოაჩინეს

სქოთლანდ– იარდის ცნობით, ნერვულ–პარალიტიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლვის  მეოთხე მსხვერპლად სოლსბერიში, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამლვის ადგილზე მისული პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი იქცა. 

დაზარალებული ვინაობა არ კონკრეტდება, ცნობილია, რომ მას სისხლის სინჯები შემთხვევის ადგილზე მუშაობის დასრულებისთანავე აუღეს, ახლა კი კონტრტერორისტული ქვედანაყოფია გამომძიებლებმა შეძლეს იმის დადასტურება, რომ სინჯებში „ნოვიჩოკია“ აღმოჩენილი. 

ამასთან, როგორც პოლიციაში აღნიშნავენ, დაშავებული აღნიშნული ნივთიერების მხოლოდ მცირე რაოდენობის ქვეშ მოექცა.  

ცნობისთვის: იმავე ნივთიერების ზემოქმედების შედეგად დაშავდნენ შემთხვევის ადგილზე მისული პჩარლი როული, დონ სტერჯესი (მოგვიანებით გარდაიცვალა) და პოლიციელი ნიკ ბეილი.   

შეგახსენებთ, რომ "გრუ"–ს ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია სკრიპალი 2018 წლის 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს. ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამლვის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მიუხედავად იმისა, რომ მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები "გრუ"-ს აგენტები არიან, რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს