“კულა“, “სუპრემო“, “მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და სხვა კომპანიები, სადაც momxmarebeli.ge-მ არასაკვები საღებავი აღმოაჩინა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა”, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციის მონიტორინგითაა დაკავებული, 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის ნიმუშებიდან 6-ში არასაკვები დანიშნულების საღებავი აღმოაჩინა.

"თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად. ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს და არ მიირთვათ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა!"- აცხადებენ ორგანაიზაციში. 

ნიმუშის ნომერიფოტოსურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმამწარმოებელი ქვეყანა

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღიშეძენის ადგილიანალიზის შედეგი
1ტომატ-პასტა, სუპრემო, Food Commerce SRL.იტალია01.03.18/01.03.20შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
2ტომატ პასტა, „როსანა“, Giaguaro S.p.A.იტალია01.19/01.21შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
3ტომატ პასტა „ფინალი“, ooo Azersun Kend Tesserufati Mehsullaryაზერბაიჯანი16.08.18/16.08.21შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
4ტომატ პასტა „ჩვენი სუფრა“, ooo Azersun Kend Tesserufati Mehsullaryაზერბაიჯანი16.08.18/16.08.21შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
5

კანიანი პომიდორი გარატებული „კოპოლივა“,Giaguaro S.p.A.

იტალია11.18/11.20შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
6ტომატის პასტა „Kingtom“, Ege Assian Gida Sanayive Ticaret A.S.თურქეთი11.18/11.21შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
7ტომატის პასტა „TAT“, Gida San A.s.თურქეთი01.03.20შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
8ტომატ პასტა „მარნეული“, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანასაქართველო08.08.18/24 თვეშპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
9ტომატ პასტა „EDEKA“, Zentrale AF/G&Co.KGგერმანია14.10.20სს „ფუდმარტი“
ვაჟა- ფშაველას 48
არ აღმოჩნდა
10ტომატ პასტა „ბარაქა“, დამზადებულია შპს „ალფასთვის“ჩინეთი06.11.18/05.11.20სს „ფუდმარტი“
ვაჟა- ფშაველას 48
რ აღმოჩნდა
11ტომატ პასტა „KIKNOS“, Greek Canning Company Co S.A.საბერძნეთი09.09.18/30.09.20სს „ფუდმარტი“
ვაჟა- ფშაველას 48
არ აღმოჩნდა
12ტომატ პასტა „სპარ“, შპს "გემო"საქართველო15.06.19/ 2 წელისს „ფუდმარტი“
ვაჟა- ფშაველას 48
არ აღმოჩნდა
13ტომატი „რეჯია“, REGGIA , PAP s.r.l.იტალია04.18/04.20შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
14ტომატ პასტა „CHUMAK“, JSC CHUMAKუკრაინა02.12.17/02.12.19შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
15ტომატ პასტა „ბებო გენაცვალოს“, სააქციო საზოგადოება LUCKFOODSუკრაინა16.05.19/2 წელიი.მ მალვინა დეისაძე, მაღაზია „ციცინათელა“,
ვაჟა-ფშაველას 54
არ აღმოჩნდა
16ტომატ პასტა „SOLARIA“, Compagnia Mercantile DOlteremare S.r.Lიტალია27.02.17/27.08.19ი.მ მალვინა დეისაძე, მაღაზია „ციცინათელა“,
ვაჟა-ფშაველას 54
არ აღმოჩნდა
17ტომატი „ჯაკომო“, „ბემოკ“ ს.კ.საქართველო19.07.19/18.07.21ორი ნაბიჯი,
ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 4კ.
არ აღმოჩნდა
18ქართული კეტჩუპი „სანსო“, შპს სანს ჯგუფისაქართველო25.05.19/23.10.19ორი ნაბიჯი,
ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 4კ.
არ აღმოჩნდა
19ტყემალი, შპს GNPსაქართველო08.05.19/08.05.20ორი ნაბიჯი,
ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 4კ.
არ აღმოჩნდა
20ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს „გსქ კულა“საქართველო08.04.19/2 წელიშპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
აღმოჩნდა 53 მკგ/კგ სუდან 1
21ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანასაქართველო21.06.19/24 თვეშპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
აღმოჩნდა 210 მკგ/კგ სუდან 1
22წითელი ტყემალი „სუპრემო“,  შპს ფუდსერვისისაქართველო12.06.19/24 თვეშპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
23აჭარული წითელი ტყემალი, შპს კახეთის ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედასაქართველო22.03.19/22.03.21ნიკორა ტრეიდი,
ვაჟა-ფშაველას 52
არ აღმოჩნდა
24ტომატის საწებელი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანასაქართველო26.08.18/24 თვეშპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
25ტომატის საწებელი „ბებოს საწებელი“, შპს ტომატიკოსაქართველო22.06.19/12 თვეშპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
26ტომატის საწებელი, შპს GNPსაქართველო24.06.19/24.12.20სს „ფუდმარტი“
ვაჟა- ფშაველას 48
არ აღმოჩნდა
27ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისისაქართველო04.03.19/3 წელიშპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
აღმოჩნდა 580 მკგ/კგ სუდან 1
28აჯიკა „არტფუდი“, არტაშატის საკონსერვო ქარხანასასომხეთი10.09.18/10.09.20შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
29აჯიკა ექსტრა, შპს „გსქ კულა“საქართველო12.12.18/1,5 წელიშპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
30სამეფო აჯიკა, შპს რუასაქართველო05.19/05.20ნიკორა ტრეიდი,
ვაჟა-ფშაველას 52
არ აღმოჩნდა
31აჯიკა, შპს „ივერია“საქართველო13.06.19/90 დღეშპს „ყაზბეგის 28“ ,
ყაზბეგის 28
არ აღმოჩნდა
32აჯიკა „ოდა“, შპს GNPსაქართველო27.05.19/12 თვეშპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
33მეგრული აჯიკა, შპს GNPსაქართველო03.06.19/03.06.20შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
34ეს აჯიკა, შპს „ეს“საქართველო12.07.19/18 თვეშპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
აღმოჩნდა 250 მკგ/კგ სუდან 1
35აფხაზური აჯიკა, შპს „დაბი“საქართველო17.07.19/17.01.20შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
36მშრალი აჯიკა, ნანა ფალიანისაქართველო01.07.19/12 თვეშპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
37ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo ვიეტნამი15.03.19/15.03.21შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
აღმოჩნდა 84 მკგ/კგ სტაფილოსფერი 2 (Orange II)
38წითელი წიწაკა დაფქვილი, შპს დაბისაქართველო30.05.19/30.05.21შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
39

დაფქვილი წითელი წიწაკა, შპს იამუნა

უკრაინა06.11.18/24 თვეორი ნაბიჯი,
იონა ვაკელის 18
არ აღმოჩნდა
40

წითელი წიწაკა,

კენტი, Soyygit Group

თურქეთი21.01.19/21.01.21ი.მ მალვინა დეისაძე, მაღაზია „ციცინათელა“,
ვაჟა-ფშაველას 54
არ აღმოჩნდა
41მშრალი აჯიკა, თეთნულდისაქართველოშენახვის ვადა 6 თვებემონი
ქავთარაძის 25
აღმოჩნდა 2000 მკგ/კგ-ზე მეტი სუდან 1
42

აჯიკა,

„მეგრული გემო“, ი.მ. ლევან სალია

საქართველო10.07.19/8 თვეშპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
 

"მართალია, არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. 

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ.

კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან. ჩვენ თვალს მივადევნებთ იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიმართვებსა და, ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტი ქართველ მომხმარებლებს“. " - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო