ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერიკ ჰოგი გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების გავლების განახლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

მისი თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადგილზე იმყოფებიან.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანკარში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების გამო. ახალი ბარიერების აღმართვა ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას და ხელს უშლის მოსახლეობას ხეხილის ბაღებითა და წყლის რესურსებით ისარგებლონ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადგილზე იმყოფებიან“, - წერს ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გორის მუნიცილაპიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს დილიდან განაახლეს. ისინი  საქართველოს მოქალაქეების რაზმაძეების და გუგუტიშვილების ნაკვეთებში ძელებს არჭობენ. ადგილზე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა