ბრიტანეთის ელჩი – მავთულხლართების აღმართვაზე: "ეს უნდა შეჩერდეს"

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და წერს, რომ „ეს უნდა დამთავრდეს“.

როგორც ჯასტინ მაკენზი სმიტი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას.

„დღეს საქართველოში, გუგუტიანთკარში რუსული მავთულხლართების აღმართვა გრძელდება. ეს სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა ოჯახებისთვის სირთულეების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის გაყოფას. ეს უნდა შეჩერდეს. ბავშვები რუსული მავთულხლართების გვერდით ცხოვრობენ, რომლებიც მოსახლეობას ჰყოფენ, მაგრამ როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ მომავალზე, ეს მავთულხლართები ქრება. რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენასა და მშვიდობიან მომავალს ყველასათვის“, - აცხადებს ჯასტინ მაკენზი სმიტი.

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გორის მუნიცილაპიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს დილიდან განაახლეს. ისინი  საქართველოს მოქალაქეების რაზმაძეების და გუგუტიშვილების ნაკვეთებში ძელებს არჭობენ. ადგილზე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა