"გუგუტიათკარში ხვალ დიპლომატები ჩავლენ"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის  ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, სოფელ გუგუტიათკარში, სადაც ოკუპანტებმა დღეს დილიდან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, ხვალ დიპლომატები ჩავლენ.

მისივე თქმით, არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულია საერთაშორისო საზოგადოება, უწყებას მუდმივი კონტაქტი აქვს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ასევე აქტიურად მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. 

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გორის მუნიცილაპიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს დილიდან განაახლეს. ისინი  საქართველოს მოქალაქეების რაზმაძეების და გუგუტიშვილების ნაკვეთებში ძელებს არჭობენ. ადგილზე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს