კრემლის ტერიტორიაზე ავიაჭურვი იპოვეს

მოსკოვში, კრემლის ტერიტორიაზე  სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიაჭურვი იპოვეს. 

კრემლის კომენდანტ სერგეი ხლებნიკოვის განცხადებით, ავიაჭურვი გაუვნებელყვეს და ტერიტორიიდან გაიტანეს.

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი კრემლში იმყოფებოდა, რომლის სამუშაო გრაფიკზე ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
23 სექტემბრის ამინდის პროგნოზი