ტოივო კლაარი: "გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენები განსაკუთრებით შემაშფოთებელია"

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ "მოვლენათა ასეთი განვითარება განსაკუთრებით შემაშფოთებელია".

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რაც ხდება გუგუტიანთკარში და მის გარშემო. ბოლო დღეების განმავლობაში მე რამდენჯერმე დავუკავშირდი ამ საკითხზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს. "მოვლენათა ასეთი განვითარება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ვინაიდან მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე თარიღის აღნიშვნის ფონზე, რამაც უკვე გამოიწვია მძაფრი გრძნობები. უფრო მეტიც, მე მოვისმინე, რომ, თითქოსდა, ამ ღობეების აღმართვის მიზანი „ფიტოსანიტარულია“. მაგრამ მსგავსმა („ფიტოსანიტარულმა“) პრობლემებმა ცალმხრივი ქმედებები კი არ უნდა გამოიწვიოს, არამედ უნდა განიხილებოდეს იმ ფორმატებში, რომლებიც გვაქვს; ვგულისხმობ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს (IPRM) და თავად ჟენევის მოლაპარაკებებს“, – განუცხადა  "რადიო თავისუფლებას" კლაარმა. 

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გორის მუნიცილაპიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს დილიდან განაახლეს. ისინი  საქართველოს მოქალაქეების რაზმაძეების და გუგუტიშვილების ნაკვეთებში ძელებს არჭობენ. ადგილზე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა