ფილმი “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” “იმედის” ფეისბუქ–გვერდიდან წაიშალა

ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", რომელიც ტელეკომპანია "იმედმა" 12 აგვისტოს გამოაქვეყნა, არხის “იმედის” ფეისბუქ–გვერდიდან წაიშალა.

ფილმი “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” ამ დროისთვის Youtube-ს არხზე რჩება.

დღეს ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ „ არ იზიარებენ არხის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს“. 

ცნობისთვის: ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ტელეკომპანია "იმედმა" 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდულ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო. 

ფილმზე პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო.

ლალიაშვილი ამბობს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო "ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს". 

ფილმი ოპოზიციამ და მედია ექსპერტებმა გააკრიტიკეს. პლატფორმა Mediachecker-ი კი ფილმზე შემდეგნაირად წერს:

"უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი ერთში იმეორებს... ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა