ტორესა მოსი – "იმედის" ფილმზე: "ან მე ვიქნები, ან ნიკა ლალიაშვილი"

ტელეკომპანია "იმედის" თანაშრომელი, მწერალი ტორესა მოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეკომპანია "იმედის" მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მომზადებული ფილმის შესახებ 

ვრცელ პოსტს აქვეყნებს. როგორც მოსი წერს, 11 აგვისტოს ტელევიზიის ეთერში გასული ფილმი ერთ დღის დაგვიანებით ნახა და თავისი პროტესტი შიდა ჯგუფში გამოხატა.მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ პროდიუსერებს ფილმი ნანახი არ ჰქონდათ.

"ბოლოს და ბოლოს, გაირკვა, რომ ვიდეოს ავტორი (ყოველ შემთხვევაში პირადი აღიარება არსებობს) ყოფილა ვინმე ნიკა ლალიაშვილი, რომლის არსებობის შესახებ საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, დილით მოვძებნე და აღმოვაჩინე, რომ ჩვეულებრივი რუსეთუმეა",- ამბობს ტორესა მოსი და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად, დაეტოვებინა ტელევიზია, გადაიფიქრა და აპირებს ბრძოლა გააგრძელოს.


ცნობისთვის: ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ტელეკომპანია "იმედმა" 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდულ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო. 

ფილმზე პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო.

ლალიაშვილი ამბობს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო "ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს". 

ფილმი ოპოზიციამ და მედია ექსპერტებმა გააკრიტიკეს. პროტესტი სოციალურ ქსელში 15 აგვისტოს გამოხატა "უმედის" თანამშრომელთა ნაწილმა. პლატფორმა Mediachecker-ი კი ფილმზე შემდეგნაირად წერს:

"უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი ერთში იმეორებს... ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას".

ამ დროისთვის ფილმი  “იმედის” ფეისბუქ–გვერდიდან წაშლილია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო