პაკისტანი რვა ადამიანის მკვლელობის შესახებ იუწყება, ინდოეთი კი უარყოფს

პაკისტანის არმიის წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ ასიფ ღაფურის ცნობით, 15 აგვისტოს სადავო ქაშმირის რეგიონის გამყოფ ზოლთან შეიარაღებული ინციდენტის დროს რვა სამხედრო დაიღუპა, მათგან სამი პაკისტანელი, ხუთი კი ინდოელი ჯარისკაცია. ინდოეთის არმიის წარმომადგენლი კი ამ ინფორმაციას უარყოფს და ირწმუნება, რომ მსხვერპლი არ არის. 

მხარეები ცეცხლის გახსნაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. შეტაკების ფონია დაძაბულობა ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მას შემდეგ, რაც ინდოეთმა გამოაცხადა, რომ სატუსს უცვლის ჯამუს და ქაშმირს. ქაშმირი ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბრიტანეთის კოლონიისგან განთავისუფლების შემდეგ – 1947 წელს გაიყო. რეგიონის გამო ორ ქვეყანას შეიარაღებული დაპირისპირება არაერთხელ ჰქონია. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს