სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ევაკუაცი გამოცხადდა. როგორც შსს–ს საგანგებო სიტუაციების სამახურში აცხადებენ, დაიწვა გამწოვი, რის გამოც შენობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო და განხორციელდა ხალხის სრულად ევაკუაცია.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება „თბილისი გალერის“ შენობაში დაკვამლიანების შესახებ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მეხანძრე-მაშველების მიერ, დაუყოვნებლივ განხორციელდა შენობის ევაკუაცია და დაკვამლიანების კერის მოძიება.

ამ დროისათვის, ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დაკვამლიანებას ხანძარი არ მოჰყოლია“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სუტუაციები“, – აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები