თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 აგვისტოს წყლის მიწოდება შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს წყლის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი​ს“ ინფორმაციით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა და ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განახორციელდება, რის გამოც საღამოს 22:00 საათიდან 17 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: კობერიძის, ჯანჯღავას და მიმდებარე ქუჩებს, გლდანულას დასახლებას; გლდანის „ა“ და I მიკრორაიონებს; გლდანის III მიკრორაიონის ნაწილს.

ასევე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საბურთალოს რაიონში, მგალობლიშვილის ქ. N 7ა-თან ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც 16:45 სთ-დან 18:30 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: მგალობლიშვილის ქ. N 1-დან N 11-ის ჩათვლით, N 2-დან N 14-ის ჩათვლით, მირზა გელოვანის ქუჩას, ოდესის ქ. N 1-დან N 19-ის ჩათვლით, N 2-დან N 12-ის ჩათვლით, ონიაშვილის ქ. N 1-დან N 37-ის ჩათვლით, N 2-დან N 38-ის ჩათვლით, ლვოვის ქ. N 1-დან N 45-ის ჩათვლით, N 2-დან N 38-ის ჩათვლით, შარტავას ქ. N 45.

წყლის მიწოდება 15:00 სთ-დან 17:00 საათამდე შეიზღუდება მთაწმინდის რაიონშიც: ლ.ასათიანის ქ. N 21-დან N 37-ის ჩათვლით, N 30-დან N 56-ის ჩათვლით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ი.ჭავჭავაძის ქ. N 13-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც 14:00 სთ-დან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება სოფელ ოქროყანას.

წყალმომარაგება 11:00 სთ-დან 19:00 საათამდე შეიზღუდება გლდანის რაიონშიც, კერძოდ, ვარდისუბნის ქ. 4,5 შესახვევებს, ვარდისუბნის ქ. 7,8,9 ჩიხებს, ჯვარისის, ღების, ოშკის, გურგულის, განთიადის, სხარტალის, სამთავროს, ბუგეულის, ჩხარის, რაჭის უბნის, ბოლნისის, ბორითის ქუჩებს, ხანძთის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო