ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით კიდევ ორი დაუდგენელი ტიპის ჭურვი გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით კიდევ ორი დაუდგენელი ტიპის ჭურვი გაისროლა.

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ჭურვებმა იაპონიის ზღვაში ჩაშვებამდე 230კმ და 30კმ მანძილი დაფარეს.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეექვსე სამხედრო ექსპერიმენტია.

ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივი წვრთნების ფონზე გააქტიურა და ორივე მხარეს სამხედრო მანევრების შეწყვეტა მოსთხოვა.

კიმ ჩენ ინმა სპეციალური წერილი დონალდ ტრამპსაც მიწერა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ წერილის შინაარსის გამოცნობის შემდეგ მას ახალი მოლაპარაკების იმედი გაუჩნდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად"