ლევან ვასაძეს პროკურატურაში უჩივიან

იურისტი თედ ჯონასი ბიზნესმენ ლევან ვასაძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს. კერძოდ, იურისტის სამართლებრივი შეფასებით, ვასაძემ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული აქტივობების დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 მუხლი დაარღვია. საუბარია როგორც ვასაძის გამონათქვამებზე.   

"უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა, უკანონო ფორმირების შექმნა, ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა და ა.შ",– განმარტავს იურისტი და ვასაძისთვის სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ვასაძე და მისი მხარდამჭერები განსაკუთრებით ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოდიან და მათ მიერ ორგანიზებული კონკრეტული აქტივობებიც სწორედ მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. ისინი მოითხოვენ, რომ გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც კრძალავს მოქალაქის დისკრიმინაციას რასის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციისა თუ ნებისმიერი სხვა განსხვავებით.       

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება