საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებს აქვეყნებს. აპლიკანტებს მიღებული ქულების ნახვა online.naec.ge-ზე შეუძლიათ.

ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან მხოლოდ  ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge--სა და www.naec.ge-ზე დაიწყება და 23 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. 

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მაგისტრანტობის მსურველს, ისევე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოცდის მონაწილის შესაბამის მონაცემებს. ერთი საგნის გასაჩივრების საფასური 50 ლარია (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება უკან). 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო