მედია: ტრამპი გრენლანდიის ყიდვით დაინტერესდა

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულის - გრენლანდიის ყიდვა სურს. ამის შესახებ თეთრ სახლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Wall Street Journal-ი წერს.

მისი ინფორმაციით, ტრაპმს არაერთხელ უკითხავს თავისი მრჩეველებისთვის, შეუძლია თუ არა აშშ-ს დანიის კუთვნილი კუნძულის ყიდვა, ინტერესით ეცნობოდა ცნობებს გრენლანდიის რესურსებისა და არქტიკაში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოების კუთხით კუნძულის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ.

WSJ-ის მტკიცებით, ტრამპმა თეთრი სახლის იურისტებს პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მრჩეველმა ტრამპის გეგმას ეკონომიკურად მიზანშეწონილი უწოდა, ზოგიერთმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყურადღება „მალე სხვა საკითხზე გადაერთვება“.

პუბლიკაციის ავტორთა თქმით, რამდენად სერიოზულად განიხილავს ტრამპი ამ იდეას, უცნობია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს