"სოფლის მეურნეობაში სავაჭრო დეფიციტი 3-ჯერ შევამცირეთ"

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობს და თხილის მწარმოებელ ფერმერებს ხვდება. 

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, "ჩვენ სავაჭრო დეფიციტი სოფლის მეურნეობაში 3-ჯერ შევამცირეთ და რომ არა აზიური ფაროსანა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკვე გასულ წელს ვისაუბრებდით იმაზე, რომ გავანულებდით სავაჭრო დეფიციტს სოფლის მეურნეობაში". 

მისი თქმით, წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობაში ეს დარგი დააკნინა.

„მე მახსოვს ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, რომელიც დღესაც გრძელდება, რომ თურმე საქართველოში სოფლი მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა და მოდით, ერთად გავიხსენოთ ძალიან მარტივი სტატისტიკა. 6 წლის წინ ჩვენი დეფიციტი სოფლის მეურნეობით ვაჭრობაში იყო 900 მილიონი, ეს იყო იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც საშუალებას არ აძლევდა ჩვენს ფერმერებს ჰქონოდათ წარმატებული საქმიანობა.

წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა, არაეფექტურმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობაში გამოიწვია ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის დაკნინება საქართველოში და დღეს, 6 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით, რომ ეს დეფიციტი შემცირებულია 300 მილიონამდე და ეს არის უზარმაზარი წარმატება. ჩვენ შევამცირებთ დეფიციტი 3-ჯერ და რომ არა აზიური ფაროსანა და ის ძალიან მტკივნეული გამოწვევა და პრობლემები, რომელიც მან შექმნა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკვე გასულ წელს ვისაუბრებდით იმაზე, რომ ჩვენ გავანულებდით სავაჭრო დეფიციტს სოფლის მეურნეობაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ნაბიჯებით უკვე 2020 წელს შევძლებთ, რომ სავაჭრო დეფიციტის ეს ძალიან მტკივნეული სტატისტიკა აღარ გვქონდეს სოფლის მეურნეობაში და ეს იქნება ფერმერების დამსახურება,“ - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟის პროცესი განაახლეს, სამუშაოები დროებით შეწყდა, თუმცა 14 აგვისტოს განახლდა. გუშინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი სახლი და ნაკვეთები აღმოჩნდა. ოკუპანტებმა მათ სახლების დასაცლელად სამი დღე მისცეს. პრემიერმა ჯერ კიდევ 7 აგვისტოს მოვლენების დროს განაცხადა, რომ საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მაცხორებლებს ესტუმრებოდა, თუმცა ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ამ დრომდე არ ჩასულა. დღეს გეგუტიანთკარში დიპლომატებს ელიან. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს