პუტინი საფრანგეთში G7-ის სამიტზე არ მიუწვევიათ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფრანგულ ბიარიცში დაგეგმილ სამიტზე არ მიუწვევიათ. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"არა, ეს ის ფორმატი არ არის, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს", - განაცხადა პესკოვმა იმ კითხვის საპასუხოდ, მიწვეულია თუ არა პუტინი G7-ის სამიტზე.

G7-ის წარმომადგენლობა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საფრანგეთში გადავიდა. გაერთიანების ქვეყნების ლიდერები აგვისტოს ბოლოს ფრანგულ ბიარიცში შეიკრიბებიან.

კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო ივლისის ბოლოს ბიარიცში  იყო ჩასული და რას უკავშირდებოდა მისი ვიზიტი, პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა