გუგუტიანთკარი დღეს: "პუტინს ვეჯავრებით და მან გვინაცვალა"

სოფელ  გუგუტიანთკარში, სადაც ოკუპანტების მიერ ჯერ 7 და შემდეგ 14 აგვისტოს მავთულხლართების გავლების პროცესი განახლდა, დიპლომატებს ელოდებიან. საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროები ამ წუთებშიმ იმყოფებიან, სოფელში რჩებიან საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლები. თავად ე.წ. ბორდერიზაციის გუშინდელი შედეგები კი არსებია: მავთულხლართებს მიღმა მოსახლეობის ნაკვეთებთან ერთად ორი ოჯახის – რაზმაძეებისა და გუუგუტაშვილების სახლების აღმოჩნდა. მათ სახლების დასაცლელად სამი დღე მისცეს. მოქალაქეებს უწევთ, თავად დაშალონ საკუთარი სახლები, რადგან სამი დღის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე წვდომა აღარ ექნებათ. 



"ჩემთვის მთავარი საქართველოა და არა პარტია, და ეს პარტიებიც ერთად, შეკრულები... მე გავაჟღერე ეს, ერთად თუ ვიქნებით მტერი ვერ მოგვერევა მეთქი. მაგრამ უკვე დატანილები ვართ ჩვენ – უბედრკულო ბედში ვარ. მე მტკივა ეს რომ ჩვენ ასეთ დღეში ვართ. სადაც იმღვრევა, სათავე ხომ ვიცით, პუტინს ვეჯავრებით, პუტინმა გვინაცვალა ჩვენ, მეტი არაფერი",– აცხადებს ერთ–ერთი ადგილობრივი.

სოფელში გუშინ იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, მიუხედავად დაპირებისა, სოფელში ჯერ არ გამოჩენილა და რეგიონების მასშტაბით მართავს შეხვედრებს. 

ე.წ. ბორდერიზაციით დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა tbc–ს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და იგივე ქმედებისკენ მოუწოდა სხვა ბიზნესმენებსაც. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა